LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღია ცის ქვეშ, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ყოფნა” – პარლამენტის წინ მყოფები ხალხს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ

91

თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია, რომელზეც მოზარდების მკვლელობას აპროტესტებენ, კვლავ გრძელდება.

ორი დღეა აქციის მონაწილეებს, წვიმის დროს, ღია ცის ქვეშ უწევთ დგომა, რადგან პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევთ.

ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გავიდნენ ქუჩაში და მათ გვერდით დადგნენ, რადგან თუ ბევრნი იქნებიან, კარვების გაშლის საშუალებაც მიეცემათ.

„ღია ცის ქვეშ გვიწევს გაუსაძლის პირობებში ყოფნა ხალხნო, თქვენი აქ დგომაა საჭირო, რომ გავშალოთ კარვები თუ ბევრი ვიქნებით პოლიცია ვერაფერსაც ვერ დაგვიშლის მოდით ყველა პირველ რიგში ჩვენი თავისთვის იმიტორო ხვალ შენ არ იყო !!!!!“ – მოუწოდებენ ფეისბუქ გვერდიდან მამები სიმართლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები