LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თემირლანს ბავშვობიდან სიყმაწვილეში გადასვლაც არ დააცადეს.. ან ის როგორ ძლებს იქ, ან მე როგორ ვძლებ აქ“ – თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

256
BeFunky-collage (1)

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა გადაცემაში „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ გარდაცვლილ შვილზე ისაუბრეს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, შვილს დაჰპირდა, რომ სამართალს აუცილებლად იპოვის.

„მე მენატრება სიკვდილი, იმიტომ, რომ ის ჩემი სული იყო, სული წაიღეს.. ჩემს გულში ფიციც დავდე, დავპირდი თემირლანს, რომ „მოვალ შენთან, მაგრამ არა ხელცარიელი“. არ მინდა მანამდე მოვკვდე.. როცა ხელთ მექნება რაც არის საჭირო, ერთი წუთით არ გავჩერდები, სიმართლეს, სამართლიანობას ვგულისხმობ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრისას, დედამისმა, მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

„თემირლანს ბავშვობიდან სიყმაწვილეში გადასვლაც არ დააცადეს. დააკავშირეს ტერორისტებთან. იმქვეყნად ისე წავიდა, რა დააბრალეს, რაში ადანაშაულებდნენ ვერც გაიგო. უჩემოდ ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული. თემირლანის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია… მე და თემირლანს თავიდანვე ისეთი ურთიერთობა გვქონდა.. ან ის როგორ ძლებს იქ, ან მე როგორ ვძლებ აქ”, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

გამოძიებამ ოჯახს თემირლან მაჩიკაშვილის პირადი ნივთები 1.5 წლის შემდეგ დაუბრუნა

„არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა…“ – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს