LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი – არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში

43

არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვოლსკის თქმით, “ქართულ ოცნებაში” ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან ამოიწიოს.

“პერსონალიზაცია არ მომხდარა გუნდში. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები