LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: „ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი“

129
გია ვოლსკი

„ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, თითქოს რაღაც ახალი შექმნეს:

თალაკვაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე: „ეს არის ძველი, ძალიან ცუდი ძველი – მელიას და გვარამიას „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებიდან მიაქვთ აგურები და პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ“

„გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე.

ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს. ეს არის რეალობა. ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის მხოლოდ. ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილო.

„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ – დიმიტრი ხუნდაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

დაძველდა ეს მანქანა, გადასაგდებია. ახლა ჰგონიათ, რომ ახალი ციფრებით ხალხს დაარწმუნებენ, იმაში, რომ რაღაც ახალი იქმნება. „ნაცმოძრაობაა“, იქით ვეღარ წავიდნენ“. – განაცხადა ვოლსკიმ.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები