LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

111
ნიკა მელია

„ოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა – ბრალდება 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები