LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ იყო – მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რაც შიგნით ხდება

182
ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს ნიკა გილაური მისი პრემიერი არ ყოფილიყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მიხედოს იმას, რაც შიგნით ხდება.

„ჩემი დამოკიდებულებები ჩემი დამოკიდებულებებია. მას შეუძლია, თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს. გულწრფელად ვიტყვი – მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა. მიხეილ სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ ყოფილიყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო.

უკვე შეუძლებელია ამის მოსმენა. გუშინ ეს იმიტომ დავწერე, რომ აქამდე თავდასხმებს ვპასუხობდი. ახლა თავდასხმებსაც აღარ ვუპასუხებ. მომბეზრდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ მიხედოს იმას, რაც შიგნით ხდება“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი, „ახალი“ კი თავიდანვე შედგა ძმები გილაურების პროექტად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები