LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“

134
თინა ბოკუჩავა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო.

„სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ…

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთი გავჩერდებით, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ელენეს [ხოშტარიას] ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მისი გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ყველა პოლიტპატიმრის ციხიდან გამოშვებისთვის და ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები