„დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, მალე ჩამოსცილდებიან ქართულ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ეს მეათედ თუ მეოცედ წრეზე წასვლები და ხალხის მოტყუება აღარ იყოს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრის დროს.
გურამ მაჭარაშვილის სიტყვებით, „მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული, რადგან გაცხადებული აქვთ, რომ მათი ლეგიტიმაცია არის უცხოეთი და მათი პატრონები – უცხოეთიდან“.
„ძალიან კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მეტ-ნაკლებად უკვე ყალიბდება იმგვარად, რომ ვართ საპარლამენტო ოპოზიცია, არის ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის პარლამენტში, მაგრამ ჯანსაღად აკრიტიკებს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, მათ შორის, სამართლებრივად, მალე ჩამოსცილდებიან ქართულ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ეს მეათედ თუ მეოცედ წრეზე წასვლები და ხალხის მოტყუება აღარ იყოს. ხალხს ატყუებენ, „ახლა ჩამოვდივართ, ხალხს ვესაუბრებით“, ამ დროს, მერე ეს ხალხი პარლამენტში აირჩევს და აღარ შედიან, მერე ერთმანეთს დაერევიან, მერე ვითომ, ერთად დგანან, მერე გამოდიან ისევ ერთმანეთს ჭამენ. ეს უკვე მერამდენედ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.
რა თქმა უნდა, მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული, იმიტომ რომ მათ გაცხადებული აქვთ, რომ მათი ლეგიტიმაცია არის უცხოეთი და მათი პატრონები უცხოეთიდან. გაცხადებული აქვთ და როცა შენ უცხოეთიდან ელოდები და ბატონი იქ გყავს, ეს საზოგადოება შენ ვერ გენდობა. ასე რომ, მოლოდინი აქ, რა თქმა უნდა, ისევ ნეგატიური არსებობს“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
