LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან… „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს ჩანაცვლება, ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით“

131
გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება პეტერ მადიარის პარტიისგან, უნგრეთის მაგალითი აქ მოსაყვანიც არ არის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის სიტყვებით, „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს ჩანაცვლება, აუცილებლად ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით“.

„თქვენ თუ გულისხმობთ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაწევრებულ პარტიებს, მათ არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ. ამას თავადაც ამბობენ. ვერც რევოლუციას აწყობენ და ვერც არჩევნებში იმარჯვებენ, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. თავად აღიარებენ, რომ ეს ხალხი დგას იმ ნარატივზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, მიუხედავად პოლიტიკური მხარდაჭერისა. უნგრეთის მაგალითი აქ მოსაყვანიც არაა. საერთოდ, ბატონი მადიარის პოლიტიკური მრწამსი 2-3 წლის წინ, ზუსტად იყო ერთი ერთში ის, რაც ჰქონდა ორბანს და ახლაც დარჩა ერთი ერთში. უბრალოდ იქ იყო პოლიტიკური დაპირისპირება და უნგრელმა საზოგადოებამ ისევ კონსერვატორული ძალა აირჩია, ოღონდ უფრო სხვა მიმართულებით. ეს არის და ეს. უნგრელ საზოგადოებას არ აურჩევია ის ძალა, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა, „გაუმარჯოს ლგბტ მიმართულებას, გეი აღლუმებს მოვაწყობთ უნგრეთში, რუსეთს დავუპირისპირდებით“ და ა.შ. მადიარი რუსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრობს, ასევე, კონსერვატორულ მიმართულებაზე, საქართველოსთან დაკავშირებით მეგობრობაზე საუბრობს და ა.შ. ასე რომ, ჩერგოლეიშვილი იქნება თუ სხვა, სიზმრებში რას ნახულობენ ვერ გეტყვით, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან, გამომდინარე მათი პრინციპული მიდგომებიდან. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს, და ბუნებრივად ოდესმე მოუწევს, ჩანაცვლება, აუცილებლად ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით.

როგორც უნგრეთის ისე საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩაანაცვლოს ხელისუფლება, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება არც „ნაცმოძრაობა” და არც მათი პარტიები. ესენი იქნებიან ეროვნული ძალები“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g