LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში, მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული“

125
არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება პარტიას „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ აღნიშნა, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

არჩილ გორდულაძის სიტყვებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

„არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ ასეულობით პროცედურული მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას.

შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები და სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები