„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ ეუთო-ს რეზოლუციაზე და მასთან საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა, ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც იმ ფურცელს, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები იბეჭდება:
„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ. ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს – იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
