გადაცემაში „სარკასტიკა“ მიწვეულ სოფო ნიჟარაძეს წამყვანები უსვამენ შეკითხვას, მიუძღვნა თუ არა მიხეილ სააკაშვილს რუსა მორჩილაძის მიერ დაწერილი სიმღერა მაშინ, როდესაც წყვილი ერთმანეთს იყო დაშორებული.
სოფო ამბობს, რომ მისი ყველა სიმღერა სიყვარულზეა და აუცილებელი არ არის, ყველა ავტობიოგრაფიული იყოს, მაგრამ გიორგი ნაზღაიძის დაჟინებული ჩაკითხვის შემდეგ დასძენს: „თუ ასე გინდათ, მიშას მივუძღვენი…“
„ეს სიმღერა მისთვის არ არის დაწერილი. ეს სიმღერა რუსა მორჩილაძეს ალბათ ბევრად ადრე ჰქონდა დაწერილი… ჩემი ყველა სიმღერა სიყვარულზეა და ამიტომ აბამენ კუდს… არ არის აუცილებელი, ყველაფერი, რაც სიმღერაშია, შენს ცხოვრებაზე იყოს“, დასძენს მომღერალი.
