LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაუწყო თუ არა მამამ „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობა – რა ამბავს იხსენებს ნუკი კოშკელიშვილი

398
ნუკი კოშკელიშვილი

საქართველოში მცირე ხნის წინ ჩამოსული ნუკი კოშკელიშვილი, ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ნუკი პოტკასტ „სარკასტიკას“ სტუმარი იყო, სადაც უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „მის საქართველოს“ მონაწილე იყო.

კითხვაზე, რატომ გადაწყვირა კონკურსში მიეღო მონაწილეობა, პოპულარობა უნდოდა, თუ თვლიდა, რომ შეიძლება მოეგო, ნუკი პასუხობს:

„მაშინ ჩემ მშობლებს ტანსაცმლის მაღაზია „ნაფნაფი“ ჰქონდათ და ჩვენება მოაწყვეს. როგორ ასეთ დროს ხდება ხოლმე, აიყვანეს მოდელები. ერთ-ერთ მათგანს გადაუტრიალდა ფეხი და ვეღარ მიიღო მონაწილეობა. ია კიწმარიშვილი ჩემთან მოვიდა და მითხრა, გაიარე პოდიუმზეო. რომ გავიარე, მერე მითხრა, მის საქართველოზე გამოდიო“.- განმარტა ნუკიმ.

წამყვანის რეპლიკას, „თუ მამაშენმა უთხრა, „ნაფნაფი“ შემოვა და ნუკიმ მიიღოს მონაწილეობაო“.

ნუკი პასუხობს:

„ასე არ ყოფილა ნამდვილად. ასეთ შემთხვევაში ხომ მოვიგებდი კიდეც. გავხდი „მის ინტელექტი“.

ხომ წარმოგიდგენით. სილამაზის კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას და მის ინტელექტი გავხდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები