LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

69

დღეს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები.

 

გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს, სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით, პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში.

გიორგი ალექსი-მესხიშვილი კვლავაც განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.

გამოფენა 2016 წლის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები