LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც

191
2024-05-12_23-56-52_046884

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე.

ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.

აღსანიშნავია ასევე რომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა

magti 5g