LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოჭორიშვილი და მისი ახალი რჩეული შვილს ელოდებიან

2484

სოციალურ ქსელში მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ  “ჩემი ცოლის დაქალებში” ზაზას როლის შესრულებით გაიცნო, რამდენიმე წელი ასევე მსახიობ ეკა დემეტრაძის მეუღლე გახლდათ. მათ ერთი შვილი ჰყავთ. გარკვეული პერიოდის წინ გიორგისა და ეკას ოჯახი დაინგრა, მათ ამ თემაზე საუბარი არ სურდათ, თუმცა ბოლოს ერთ–ერთ ტელეგადაცემაში გიორგი ბოჭორიშვილმა აღიარა, რომ მეუღლეს ნამდვილად გაშორდა და შეყვარებულიც ჰყავდა. მსახიობს არ გაუმხელია ახალი რჩეულის ვინაობა. 

ახლახან სოცქსელში გიორგიმ გააზიარა თაკო ვალიშვილის ფოტო, სადაც ჩანს, რომ გოგონა ორსულადაა. როგორც ამბობენ, ის შვილს გიორგისგან ელოდება  და სწორედ თაკოა ცნობილი მსახიობის ახალი რჩეული.

როგორც ჩანს, გიორგისა და თაკოსგან მალე ქორწილსაც უნდა ველოდოთ. აშკარაა, რომ ამ ფოტოს “ფეისბუქზე” განთავსებით გიორგიმ და თაკომ თავიანთი გრძნობების საჯაროდ გამოტანა გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები