LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვდა

72

საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები.

მათი ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

„ესჰაყ ჯაჰანგირმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება.
მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე – განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.