LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება- არჩევნები გარდაუვალია: ლაშა დამენია

74
BeFunky-collage (10)

„ქართული ოცნება“ შემქნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“იმ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, “ქართული ოცნება” ვერ ამოიყვანს” – ლაშა დამენია

„ღარიბაშვილის ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისათვის, რითაც ვითომ ცდილობს, რომ გააძლიეროს მათი პოზიცია საქართველოში, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, იმიტომ რომ იმ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, „ქართული ოცნება“ ვერ ამოიყვანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, რითაც ლეგიტიმაცია მიენიჭება ახალ ხელისუფლებას.“ – განაცხადა დამენიამ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზღვარს მიაღწია

“ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე” – განაცხდა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პოპულალურები