LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ქართული ოცნება

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ – საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2031 წლისთვის საქართველო რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის როგორც 10 წლიანი, ისე 20 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ხვდება და ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს.

„ქართული ოცნება“ – პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს.

ირაკლი კირცხალია: 1-ელი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის – 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა

კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1-ელ ოქტომბერს არ დაწყებულა, „მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება“.