LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

123

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს მიღწევებს, მიზნებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.  ქვეყნის პირველმა პირმა მადლენ ოლბრაიტს და NDI-ის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებულ სამუშაოს ათწლეულების მანძილზე ახორციელებს…ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებოდით, მტკიცედ სწამდათ, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა და განვითარება, იყო სწორი მიზეზი, საკუთარი ერთგული სამსახურისათვის. ისინი აღტაცებულნი იყვნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებით და განსაკუთრებით განიცდიდნენ თითოეულ მარცხს.
თქვენთან – იმ ლიდერებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი ქვეყნის შესაძლებლობებისა და ხალხის, განსაკუთრებული იყო და მსურს, თითოეულ თქვენგანს ამ წვლილისათვის მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები