LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს გაიმართება

72
პრეზიდენტი

დღეს, 27 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილს, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს.

მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები