LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას – სააკაშვილი მარგველაშვილზე

91
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პროაქტიული პოზიციისთვის მადლობას უხდის.

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს

სააკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ის მზად არის, მარგველაშვილს ნებისმიერ დროს შეხვდეს:

“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”,  – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ხელი არ შეეშლება. მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია დროული და ადეკვატურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები