სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დოჩი ალიშბაიას ქმრის, ტონი ოჩიგავას როლს ფოთში მცხოვრები მსახიობი, გიორგი სურმავა ასახიერებს. გიორგისთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა, რომელთანაც ჰყვება, როგორ დაამტკიცეს დოჩის საქმროს როლზე. როგორც გიორგი აღნიშნავს, ის რომ არა, ტონი ოჩიგავას როლის მორგება „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს, გიორგი ლიფოანასვ მოუწევდა…
გიორგი სურმავა:
„ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. იმ პერიოდში სერიალის გადაღებები სენაკში მიმდინარეობდა. ეკამ მითხრა, გვინდა, ამ სერიალში გადაგიღოთ და ჩამობრძანდითო. ფოთიდან სენაკში ჩავედი, თუმცა რა ხდებოდა, ბოლომდე არ ვიცოდი. თურმე ბევრი ადამიანი გაუსინჯავთ ტონი ოჩიგავას როლზე.
იქ შესულს რეჟისორი გიორგი ლიფონავა დამხვდა, დამაკვირდა და გადამღებ ჯგუფს უთხრა, გვეღირსა, გადავრჩითო. თურმე მე რომ არა, გიორგი ლიფონავა იქნებოდა ტონი ოჩიგავა. რაღაცნაირად გამიმართლა. როგორც ვიცი, ამ როლზე ჩემამდე 18 კაცი გაუსინჯავთ. ლიფონავა მეხუმრებოდა, ჩემი ღმერთი ხარო.
როგორც გიორგი ამბობს, დოჩისგან განსხვავებული ცოლი ჰყავს – „არ მიყვარს ჰიპერაქტიური ქალები, თავში რაღაც რომ აქვთ ავარდნილი. ქალს უნდა ჰქონდეს თავისი სილამაზე, ეშხი, სინაზე, სითბო…“