LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვენატრებით! იმედი გვაქვს, მალე დავუბრუნდებით საყვარელ მაყურებელს.. ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით – „არა რუსულ კანონს!“ – „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდი განცხადებას ავრცელებს

328
12

სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და განცხადებას აცრცელებს.

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

„მეგობრებო, ძალიან გვენატრებით, ვიცით, რომ თქვენც ძალიან გენატრებით! იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ გადაღებების განახლებას და დავუბრუნდებით ეთერს და საყვარელ მაყურებელს.

ახლა კი, ჩვენი სერიალის შემოქმედებითი გუნდის სახელით: არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, – წერია „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეგობრებო, ძალიან გვენატრებით, ვიცით, რომ თქვენც ძალიან გენატრებით! 🥰 იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ გადაღებების განახლებას…

Posted by ჩემი ცოლის დაქალები on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024

პოპულალურები