„ჩემი ცოლის დაქალებთან“ დაკავშირებით „კავეას“ ინტერვიუში სანდრო კაკულია იხსენებს, როგორი რთული იყო მისი მეწყვილეს, ეკა დემეტრაშვილის ტირილის ყურება:
„ეკა რომ ტირის, მართლა გეუბნები, სიუზან სარანდონი მყავს ნანახი ასეთი მოტირალი. ლაივში ეს იცი, რა იყო? ძალიან კარგ ხასიათზე მივდიოდი, ვიცი, რომ მსახიობია და უნდა იტიროს, მაგრამ ცუდად ვხდებოდი… იმდენად პროფესიონალურად უდგებოდა ყველა ამოცანას… უნდა ეტირა… სანამ ტირილს დაიწყებდა, ნახევარი საათი მედიტაციაში იყო, რომ ეტირა… ნახევარი საათი გამოდიოდა. ხუთწამიანი კარის გადასაღებად ერთი საათი ხდებოდა ცუდად…“
