სანდრო კაკულიას ყოფილი შეყვარებული ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც ურთიერთობების შესახებ საუბრობს.
„ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, თუმცა მგონია, რომ სიყვარული არც ვიცოდი. ბოლო ურთიერთობა, რომ მქონდა მანდ მივხვდი, რომ გააზრებული იყო. ვიცოდი რატომ მიყვარდა და როგორ მიყვარდა.
4 წელი ვიყავით ერთად. მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდი. რა ცუდია, რომ შვილი არ მიჩნდება მეთქი, რაც არავისთან მქონია. შვილი არავისგან მომდომებია და ეს იყო ამომავალი წერტილი რითიც ნამდვილ სიყვარულს ვგრძნობდი. სანდრო იყო ადამიანი, რომელიც ჩემთვის დიდი საყრდენი იყო“, – ამბობს ის.
