LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

172
სუხიშვილები

ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

აღნიშნულის შესახებ სუხიშვილები „ტვ პირველს“ ესაუბრნენ.

როგორც ნინომ და ილიკომ აღნიშნეს, ისინი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

ილიკო სუხიშვილი: „ჩვენ, ფაქტობრივად, გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან. საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი აი, ამ თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს თავისუფალ პერსპექტივას“.

ნინო სუხიშვილი: „ჩემთვის ძალიან გასაკვირია რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფელბა ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

პოპულალურები