LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიკო სუხიშვილის მეუღლეს, გვანცა შერგელაშვილს 46 წელი შეუსრულდებოდა, მოცეკვავეს მეგობრები იხსენებენ: „ჩემი გვანცა, ძალიან გვენატრები…“

2181
გვანცა შერგელაშვილი

რამდენიმე დღის წინ, ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის [უმცროსი] მეუღლეს, გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ს, რომელიც 2001 წელს, ვენესუელაში, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, 46 წელი შეუსრულდებოდა.

გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილის დაბადების დღის თარიღს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ და გვანცას საჯაროდ, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნეს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გვანცას მეგობარმა, ანი მერკვილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გარდაცვლილი მეგობრის ფოტო ტექსტით: „ჩემი გვანცა. ძალიან გვენატრები“.

ცნობისათვის, ტრაგიკული შემთხვევა 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში მოხდა – ანსამბლი „სუხიშვილები“ გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იმყოფებოდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მოგვიანებით კი სასტუმროდან თამბაქოს საყიდლად ახლომდებარე კაფეში წავიდნენ. მათ გზად თავს სამი მძარცველი დაესხათ. მძარცველებმა სამჯერ ისროლეს. ტყვია გვანცას მოხვდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გვანცა გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები