LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელი უცნობია – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში

85

ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ გირჩის“ პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„ჯაფარიძე გაიტაცეს უცნობმა შავნიღბიანებმა მშვიდობიანი აქციიდან, თავისუფლების მოედანზე. პირდაპირ ეთერში, ათასობით ადამიანის თვალწინ. მისი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია“, – აცხადებენ „გირჩის“ პრესსამსახურში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11. 00 საათზე „გირჩის“ ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართება.

წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

„2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.