LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიყვარდეს შენი ქალაქი: პოდოლსკიმ საყვარელ ქალაქს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

52

პოდოლსკი მშობლიურ ქალაქზე დაწერილი სიმღერის პროდიუსერი გახდა.

მიუნხენის ”ბაიერნის”,”არსენალის” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიდი ხნის ოცნება აისრულა. იგი თავის მშობლიურ ქალაქ კიოლნზე დაწერილი სიმღერის პროდიუსერი გახდა, რომელსაც ახლა ”კიოლნის ახალ ჰიმნსაც” უწოდებენ.

გასულ კვირას პოდოლსკიმ ადგილობრივ რეპერ მო ტორესთან და როკ-ჯგუფ Cat Ballou-სთან ერთად წარმოადგინა სიმღერა და კლიპი სახელწოდებით ”გიყვარდეს შენი ქალაქი”. რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერა გერმანული ჩარტების სათავეში მოექცა კატეგორიაში რეპი/ჰიპ-ჰოპი.

ლუკას პოდოლსკი პოლონეთში დაიბადა, თუმცა 2 წლის ასაკიდან კიოლნში იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, თუ სად თამაშობდა, ფეხბურთელი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ ქალაქს. 2014 წელს ფორვარდმა, რომელიც ამჟამად ”გალათასარაის” ღირსებას იცავს, ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც გამოუშვა ქალაქ კიოლნის სიმბოლიკით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები