LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის მე-18 დაწესებულებაში 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა

71

გლდანის მე-18 დაწესებულებაში 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია “ფორტუნას” იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, ახლიმან ახმედოვია.

ახმედოვი, შვილთან და ძმისშვილთან ერთად დაახლოებით ერთი თვის წინ, სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 46 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„1 ოქტომბერს პაციენტთან გამოძახებულ იქნა მედპერსონალი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაწესებულების მედპერსონალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა, სამწუხაროდ, ბრალდებული მათ მოსვლამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაყვანილ იქნა და მკურნალობდა შპს “არქიმედეს” კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია,“ – აცხადებენ უწყებაში.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები