LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოეთეს ინსტიტუტის გამოფენა „გენიალური დილეტანტები“ 6 მარტს გაიხსნება

53

2018 წლის 6 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით  თბილისის ისტორიის მუზეუმში  (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით „გენიალური დილეტანტები:  80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“.

„გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში“ გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეებში  წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა.  ეს დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა, რომელიც თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.
გამოფენა  27 მარტამდე  გაგრძელდება.

15 მარტს, 16:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში  გაიმართება შეხვედრა გერმანელ ვიზუალურ არტისტ და კომპოზიტორ  რობერტ ლიპოკთან, რომელიც ამ დიდი გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე არტისტია. 18:00 საათზე კი  CES-ში (Creative Education Studio, ფაბრიკა) რობერტ ლიპოკი ჩაატარებს ვორკშოპს „when the music doesn’t need visuals art all“ (Creative Education Studio) სტუდიის სტუდენტებისათვის.
ხოლო იმავე ღამეს, 23:00 საათზე ის შეასრულებს „ლაივს“ ღამის კლუბ „Café Gallery“-ში. ბილეთები გაიყიდება „Café Gallery“-ის სალაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები