LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლი ავტომატურად დაფიქსირდება: უეფა ნოვაციას დღეიდან იწყებს

96

ევროპის ლიგის ფინალში გოლის ავტომატური ფიქსაციის სისტემა გამოიყენება.

საამისოდ ”სანკტ იაკობ პარკის” სტადიონი Hawk-Eye დანადგარით აღჭურვეს.

”ლივერპულსა” და ”სევილიას” შორის მატჩი პირველი იქნება უეფას მიერ გამართული ტურნირების ფარგლებში, რომელშიც მსგავს სისტემას გამოიყენებენ.

გოლის დაფიქსირების ავტომატური სისტემის გამოყენებას ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩზე გეგმავენ.

ევროპალიგის ფინალს შვედი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება იუნას ერიკსონის თავკაცობით.

მატჩი კი მოგეხსენებათ, ამ საღამოს გაიმართება შვეცარიის ქალაქ ბაზელში და ტიტულისთვის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანური ”სევილია” და ლეგენდარული ინგლისური ”ლივერპული” იბრძოლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები