LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია

43

გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საგარეჯოსა და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ორი სპეცმანქანა იყო ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ფართობი. ადგილზე 20-მდე მეხანძე-მაშველი პრევენციის მიზნით ღამის განმავლობაში მონიტორინგს ატარებდა.

ხანძარი გუშინ საღამოს ტყის მასივთან ახლოს ხმელ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა. ხანძარი ტყის მასივზე არ გადასულა, თუმცა რამდენიმე ხმელ ხეს ცეცხლი მაინც მოედო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები