LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

129

ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ილურიძე დააკავეს.

ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების გარდა ყუმბარმტყორცნიც ჰქონდათ. გიუნაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. თამაზ ილურიძე კი, სავარაუდოდ, ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

ილურიძე ფლავისმანში მარტო ცხოვრობს. შესაბამისად, მის ახლობლებს არავინ დაკავშირებია. სოფელში ამბობენ, რომ ილურიძე და გიუნაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და დეფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები