LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გრანდ ელექტრონიქსი” საცალო ბაზარზე აქტიურდება

389

ტექნიკის მაღაზია ”გრანდ ელექტრონიქსი”  გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ მიმდინარე წელს რიგით მეოთხე მაღაზია  ვაჟა ფშაველას გამზირზე გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”გრანდ ელექტრონიქსის”  კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჭედიამ განუცხადა, წელსვე დაინერგა ონლაინ გაყიდვების სისტემა და უკვე მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს  პროდუქცია ვებ-გვერდზე   www.grandel.ge .

”ვირტუალური გაყიდვების წახალისების მიზნით ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენა გაცილებით იაფადაა  შესაძლებელი.  გაიზარდა აქტივობა სოციალურ ქსელში, სადაც მომხმარებლები ყოველდღიურად ღებულობენ ინფორმაციას დღის აქციების შესახებ”, – აღნიშნა ჭედიამ.

მისივე ინფორმაციით,  ”გრანდ ელექტრონიქსი”  ფლობს საკუთარ ბრენდს GRAND-ი. პროდუქციის იმპორტს კი ახორციელებს როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნებიდან. კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, საბითუმოდ პროდუქცია იყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ათვისებულია რეგიონების 95%.  ასევე იგეგმება კავკასიის ბაზრის ათვისებაც.

„გრანდ ელექტრონიქსის“ მაღაზიები საცალო ბაზარზე გამოირჩევა მულტიბრენდირებით და მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ბრენდის დასახელების პროდუქციას ერთ სივრცეში. კომპანიის ძლიერი მხარეა, რეალურად დაბალი ფასები და მაღალი სერვისი, რამაც განაპირობა  კონკურენტუნარიანობის ზრდა  და სწრაფი განვითარების ტემპი”, – განმარტა გიორგი ჭედიამ და აღნიშნა, რომ   იგეგმება მარკეტინგული კამპანიებიც, რომლის ფარგლებშიც ”გრანდ ელექტრონიქსი” მომხმარებლებს უახლოეს მომავალშო ინოვაციურ სააქციო პირობებს შესთავაზებს.

ტექნიკის მაღაზია ”გრანდ ელექტრონიქსი”  ბაზარზე წარმოდგენილია 1996 წლიდან.  შპს ”გრანდ ელექტრონიქსის” სახელით პოზიციონირება კი  2006 წლიდან იწყება.  კომპანია საოჯახო ტექნიკის იმპორტიორიორია და ძირითადი მიმართულება ტექნიკის საბითუმო ბაზარზე რეალიზაციაა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანია საცალო ბაზარზეც განსაკუთრებით აქტიურდება და ფართოვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები