LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, დამიდგეთ გვერდით” – ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა აქციას აანონსებს

73

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, აქციას აანონსებს. განცხადება ზაზა სარალიძემ დღეს დილით გააკეთა და საზოგადოებას მისი შვილის მკვლელობის ადგილიდან მიმართა. 

ზაზა სარალიძის განცხადებით, აქცია მოთხოვნით – “აღგდეს სამართლიანობა”, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს, 7 საათზე გაიმართება.

„პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი მოკლეს. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მთელ მოსახლეობას, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტია იქნება, მმართველი გუნდის წევრი იქნება, ყველას მოვუწოდებ დამიდგეს გვერდით. მინდა განვაცხადო, რომ 27 მაისს, საღამოს 7 საათზე ვატარებთ მშვიდობიან აქციას, თბილისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან. გთხოვთ, დამიდგეთ გვერდით, რათა აღდგეს სამართლიანობა,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, დღეს ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს ხვდება. მისი თქმით, თუ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ყველა ის პირი დაკავებული იქნება, ვისაც მისი ინფორმაციით, მოზარდების მკვლელობასთან კავშირი აქვს, აქცია აღარ გაიმართება.

„თუ ჩვენი შეხვედრის დროს ის პირები დაკავებული იქნებიან, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არა მარტო დაჭრის ფაქტზე, არამედ თუ რაიმე წვლილი მიუძღვის ამ სასტიკ დანაშაულში და ის პირებიც, ვინც დაფარა დანაშაული და შეეცადა მტკიცებულების განადგურებას, ყველა პირი თუ იქნება დაკავებული, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და აქცია აღარ ჩატარდება იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანობა აღდგენილი იქნება,“ – განაცხადა სარალიძემ.

საგამოძიებო უწყებაში სარალიძეს ადვიკატთან ერთად, საღამოს ელოდებიან. სარალიძის თქმით, მისი სურვილია, შეხვედრა ღია იყოს, ვინაიდან საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები