LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზოგიერთი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

46

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები