LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

49

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები