LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობის დრო და ხარჯები შემცირდება: ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება

119
გზა-შემოვლითი-გურჯაანი-ბაკურციხე

ბაკურციხეგურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდებასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები. მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანიბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-აიანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები