გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ, ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
