სამოქალაქო აქტივისტის, უფლებადამცველის, სამირა ბაირამოვას ცნობით, მარნეულში არასრულწლოვანმა, 13 წლის გოგომ ტყუპები გააჩინა.
სამირა ბაირამოვა ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს:
„მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა…
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, – წერს სამირა ბაირამოვა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით. [სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე]

