გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
