LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია”

81

კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯიას” გადაუდებელი დახმარების ექიმის მაკა ბაკაშვილის განცხადებით, გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მას უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაწერენ.

“როგორც” ფორტუნას” მაკა ბაკაშვილმა განუცხადა, დეტალები ნაყოფთან და ფეხმძიმობის პერიოდთან დაკავშირებით კონფიდენციალურია.

“მდგომარეობა არის სტაბილური. გაწერა იგეგმება უახლოეს პერიოდში. დეტალები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფიდენციალურია”, – განაცხადა მაკა ბაკაშვილმა “ფორტუნასთან”.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებიდან გაწერეს. შვედი ქალის გარდა, კიდევ 5 დაშავებული რჩება კლინიკაში, მათგან ერთი, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები