LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში „რედკოს“ ახალი სასტუმრო კომპლექსი გაიხსნა

178

დღეს გუდაურში კომპანია „რედკოს“ მიერ აშენებული ახალი სასტუმრო კომპლექსი გაიხსნა.

70 ნომრისგან შემდგარი კომპლექსი 200–მდე დამსვენებელს მოემსახურება. ახალ გუდაურში, უკვე დასრულებული სასტუმროებისთვის კომპანია „რედკოს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 25 მილიონ დოლარს.

ამასთან, გუდაურში, ახალი სასტუმროების მშენებლობის მიმდინარე პროექტებზე, კომპანია მომდევნო წლის განმავლობაში დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

დასრულებულ სასტუმროებში ნომრების საერთო ოდენობა 300 ერთეულს შეადგენს და მთლიანობაში დაახლოებით 800 ადამიანზეა გათვლილი, გახსნილ სასტუმროებში დასაქმებულია 50 ადამიანი, გუდაურში წარმოებულ მშენებლობებზე კომპანიას ჯამში დასაქმებული ჰყავს 300 ადამიანი.

„რედკო“ გუდაურში აშენებს საერთაშორისო ბრენდის „რედისონის“ 5–ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც 2016 წელს გაიხსნება.

დღეს გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები