LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუდვილის” მიმდებარედ, მწვანე სივრცეში მაღაზიის მშენებლობა შეჩერებულია – კახა კალაძე

79

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში სპორტული მაღაზიის მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში მისი დემონტაჟი დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის მოთხოვნა მერიაში შევიდა. მისი თქმით, მოსახლეობა “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვის გადახედვას ითხოვდა.

“მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩვენს გუნდს, ახალი სავაჭრო ობიექტების განთავსების და ზოგადად, ბიზნესაქტივობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ დავუშვებ რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი და პროექტის დეველოპერებთან ურთიერთობას თავად მერია დაარეგულირებს,” – კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები