LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუკა რჩეულიშვილმა, შესაძლოა, ციხე 12 აპრილს დატოვოს

108

“ცენტრ პოინტის” საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ რჩეულიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, 12 აპრილს დატოვოს. 12 აპრილისთვის მას პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.

“ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს.

ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა, სასამართლოში გააგზავნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სწორედ ამ სხდომების გადადების გამო, პროკურორები რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა გურამ რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწუროს.

პარალელურად ადვოკატები კიდევ ერთხელ სთავაზობენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ისინი ითხოვენ პარალელურად ეტაპობრივად მოეხსნას ყადაღა „ცენტრ პოინტის“ ქონებებს, რათა მათი განცხადებით, ინვესტორების შემოყვანა და ობიექტების დასრულება მოხდეს.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თავდაპირველად უნდა მოხდეს დაზარალებულთა კომპენსირება.

პროკურორების თქმით, მათ ბოლო წლების განმავლობაში არა ერთხელ მისცეს შანსი „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს დაესრულებინათ დაუსრულებელი ობიექტები, თუმცა არ შესრულდა.

რაც შეეხება დაზარალებულ მენაშენეთა პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ „ცენტრ პოინტის“ დაპირებების აღარ სჯერათ, მათ შორის არც იმ ნაწილში, რომ კომპანია შეძლებს ინვესტორის შემოყვანას და ობიექტების დასრულებას.

წყარო : საზოგადოებრივი მაუწყებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები