LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივრებმა წლის გუნდი გამოავლინეს: ბევრი მაგარი გარეთ დარჩა

36

კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი და ჯანლუიჯი ბუფონი უეფას 2016 წლის გუნდში მოხვდნენ.

იმდენად მაგარი შემადგენლობაა, რომ ნეიმარის, ლუის სუარესის და გარეთ ბეილის ადგილი არ მოიძებნა.

უეფამ გულშემატკივრების ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა და წლის სიმბოლური ნაკრები გამოიკვეთა. გუნდში შევიდნენ:

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), სერხიო რამოსი (რეალი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), ხერარდ პიკე (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ტონი კროოსი (რეალი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები