LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდები მოედნიდან გავიდნენ და პენალტი მერე დაინიშნა: ვიდეოგამეორებამ ბუნდესლიგა კურიოზად აქცია (ვიდეო)

88

ვიდეოგამეორების სისტემამ თავისი პირველი კურიოზი დააფიქსირა. ძალიან
უცნაური და იშვიათი რამ მოხდა გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ბოლო მატჩში, რომელშიც “მაინცმა” შინ “ფრაიბურგი” 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მსაჯმა გვიდო ვინკმანმა ვიდეოგამეორების ყურება დაიწყო და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ამ დროს “ფრაიბურგი” შესვენებაზე იყო გასული. მათი მეკარე ალექსანდერ შვოლოვი მოედანზე დააბრუნეს, კარში ჩააყენეს და 45+7-ე წუთზე პაბლო დე ბლასისმა ანგარიში გახსნა.

მთავარმა არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და სტუმრები გასახდელში წავიდნენ. იმავეს აკეთებდნენ „მაინცის“ მოთამაშეები, როცა ვინკმანს რაციით ვიდეოარბიტრმა რაღაც შეატყობინა.

მსაჯმა მოლაპარაკებები დაიწყო, ამ დროს კი მინდორი უკვე ცარიელი იყო და სარწყავი სისტემა მუშაობდა.

ვინკმანმა მონიტორთან მიირბინა, ვიდეოჩანაწერი ნახა და ფეხბურთელების მინდორზე დაბრუნება მოითხოვა.

საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე „ფრაიბურგის“ ფეხბურთელმა ხელით ითამაშა და ეს მთავარმა არბიტრმა ვერ შენიშნა.

სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში არ ბრუნდებოდნენ მოედანზე, მაგრამ ბოლოს დამორჩილდნენ მსაჯის ბრძანებას. „მაინცმა“ პენალტი დაარტყა, ანგარიში გახსნა და ამის შემდეგ, ყველა წავიდა შესვენებაზე.

თამაში „მაინცმა“ 2:0 მოიგო.

https://www.youtube.com/watch?v=pViPArFo6Kk

ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ტაიმის დასასრულს გულშემატკივრებმა მოედანზე დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს და ამ მიზეზით მეორე ტაიმის დაწყება დაგვიანდა.
ფანები შეხვედრების ორშაბათს ჩატარებას აპროტესტებენ. ადრე პროტესტის ნიშნად ქომაგებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები ისროლეს.

https://www.youtube.com/watch?v=gJmSEL-fVHM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები