LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში, სავარაუდოდ, მეფის – კვირიკე დიდის სამარხი აღმოაჩინეს

109

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი გამოვლინდა.

ეკლესიის სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცდოცდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებტან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან.

ახლო მომავალში კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოებს დაიწყებს, რაც ახალი აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობას მეტ სიცხადეს შესძენს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე სარესტავრაციო პროცესს 2015 წლიდან ახორციელებს. 2 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა. მიმდინარე წელს კი სარესტავრაციო პროცესზე, რომელიც კვლავაც

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს,

ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება ფონდმა „ქართუმ“ აიღო.

რეაბილიტაციის სამუშაოებს, არქიტექტორ-რესტავრატორი თამაზ დვალი ხელმძღვანელობს, სარესტავრაციო პროცესი კი თამაზ დვალისა და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის თანაავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით ხორციელდება.

ცნობისთვის, კალაუბნის ნათლისმცემლის სამონასტრო კომლექსი 3 ეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელსაც დიდი სატრაპეზო და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები